ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალი კვირიდან საფრანგეთში, კერძოდ მეცის 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს.
ქართველი ჩოგბურთელი ახალი კვირიდან მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერია, აღნიშნულ ტურნირზე კი მე-2 ნომრადაა განთესილი. განთესვიდან გამომდინარე ბასილაშვილს პირველ რაუნდში მეტოქე არ ეყოლება, შესაბამისად ის ტურნირს მე-2 ეტაპიდან დაიწყებს.
ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 129-ე ნომერ იანიკ მადენსა და რეიტინგის 65-ე საფეხურზე მყოფ უგო უმბერტს შორის გაირკვევა.
Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.