“ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ კრისტიან ერიქსენის დაყოლიება სამჯერ სცადა, თუმცა დანიელი ფეხბურთელის დაყოლიება ვერ მოახერხა – 27 წლის ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს ტოვებს.
Marca-ს ინფორმაციით, ერიქსენი “ტოტენჰემს” იანვარში დატოვებს და მადრიდის “რეალში” გადაბარგდება.
“ტოტენჰემის” ხელმძღვანელობას არ სურს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას, ამის გამო კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და სავარაუდოდ ტრანსფერის ღირებულება 25-30 მილიონი ევრო იქნება.