რამდენიმე წუთის წინ მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალურადმა Twitter გვერდმა დაადასტურა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი, 48 წლის ნიკო კოვაჩი კლუბიდან დათხოვილია.
FC Bayern parts ways with Niko Kovac. pic.twitter.com/xl0sjaZAqC
— FC Bayern English (@FCBayernEN) November 3, 2019
ჯერ-ჯერობით მიზეზი უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კლუბიდან დათხოვის მთავარი მიზეზი, “აინტრახტთან” 5:1 მარცხია, რომელიც “ბაიერნმა” 2 ნოემბერს იწვნია.
ნიკო კოვაჩი “ბაიერნში” 2018 წლის 2 ივლისიდან ირიცხებოდა. მან კლუბთან ერთად ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო.