ბაიერნმა ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში 18:0 მოიგო | VIDEO
მიუნხენის ,,ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრიზენმა, ,,ნაპოლის” მცველის, კიმ მინ-ჯეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა: ,,კიმი საოცარი ფეხბურთელია. ჩვენ გვინდა, რომ ის შემოგვიერთდეს, თუმცა ჯერ ვერაფერს ვაცხადებთ. იმედი მაქვს, ეს უახლოეს დღეებში მოხდება. ვფიქრობ, ეს სულ რამდენიმე დღის საკითხია. მალე კიმს ,,ბაიერნის” ფეხბურთელად წარადგენენ,” – განაცხადა დრიზენმა. იტალიური მედიის ცნობით, ,,ბაიერნი” კიმის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის. […]
ტოტენჰემი ბაიერნის შეთავაზებაზე უარს ამბობს
უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰარი კეინის შეძენით “ბაიერნი” ინტერესდება. მიუნხენელებმა “ტოტენჰემს” გუშინ ოციფიალური შეთავაზებაც გაუკეთეს, თუმცა, 80 მილიონ ევროზე “დეზებმა” უარი თქვეს. ფაბირიცო რომანოს მტკიცებით, აღნიშნულ ინფორმაციას “ტოტენჰემთან” დაახლოებული წყაროები ადასტურებენ. არ არის გამორიცხული, რომ “ბაიერნმა” კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთოს, რადგან “რეკორდმაისტერს” კეინის დამატება ძალიან სურს. აღსანიშნავია, რომ ლონდონელებს გერმანული კლუბი აქამდეც გაუსტუმრებიათ […]
ბაიერნმა ტოტენჰემს კეინის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა
,,ბაიერნი” ,,ტოტენჰემის” თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობას განაგძობს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუნხენურმა გრანდმა ლონდონელებს მეორე წინადადებით მიმართა. როგორც იტალიელი წერს, ,,რეკორდმაისტერმა” ,,დეზებს” ფეხბურთელის სანავლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა (+ ბონუსები). ,,ტოტენჰემის” ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდება. ,,ბაიერნმა” ლონდონელებს რამდენიმე კვირის წინ 70 მილიონი ევროც შესთავაზა (ბონუსების გარეშე), რაზეც უარი […]
ტოტენჰემი ჰარი კეინს დიდ ანაზღაურებას სთავაზობს
“ტოტენჰემმა” ჰარი კეინს უზარმაზარი კონტრაქტი შესთავაზა, რომელზეც მხოლოდ თავდამსხმელის ხელმოწერაა საჭირო. თანხა ცნობილი არ არის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ამჟამინდელ ხელფასს (£200 000 კვირაში) ბევრად აღემატება. ჯერჯერობით, ინგლისელს გადაწყვეტილი არ აქვს მოაწეროს თუ არა ხელი ხელშეკრულებას. კეინს, რომელსაც 28 ივლისს 30 წელი შეუსრულება, ლონდონურ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი ამოწურვამდე 12 თვე რჩება. “დეზები” მათი ცხრიანის […]
ალ აჰლი სადიო მანესთვის სამწლიან შეთავაზებას ამზადებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში არაბული კლუბი “ალ აჰლი” სადიო მანეს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ სენეგალელი შემტევი კლუბისთვის მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ “ალ აჰლიმ” სადიო მანეს თანაგუნდელი რობერტო ფირმონი უკვე გადაიბირა. ბრაზილიელმა შემტევმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ბოლო დროს საუდის არაბეთი საკმაოდ გააქტიურდა და მათ ლიგაში არაერთი […]
სპორტული მედია საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, “ღამურებისთვის” ფინანსური სარგებელის მიღება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კლუბი მზადაა მამარდაშვილს 20-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ “ბაიერნი” გიორგი მამარდაშვილთან კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. “მიუნხენის “ბაიერნი” გიორგი მამარდაშვილთან კონკრეტული […]
“ყველაფერს გავაკეთებ ჩემი რეკორდის დასაცავად” – ალან შირერი
ალან შირერმა ხუმრობით თქვა, რომ თუ ჰარი კეინს ამ ზაფხულს “ბაიერნში” გადასვლა სურს, ჰარის პირადი მძღოლის ფუნქციას შეითავსებდა. მისი თქმით, ალანს ძალიან სურს საკუთარი პრემიერ ლიგის რეკორდის დაცვა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. შირერი ფიქრობს, რომ კეინი მის რეკორდს – 260 გოლი პრემიერ ლიგაში, მალე გააუმჯობესებს. თუმცა, ყველაფერი განსხვავებულად განვითარდება თუ “ტოტენჰემის” თავდამსხმელი “ბაიერნს” შეუერთდება. “თუ […]
ბაიერნმა კიმ მინ-ჯესთან შეთანხმებას მიაღწია
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბაიერნმა” “ნაპოლის” მცველ კიმ მინ-ჯესთან შეთანხმებას მიაღწია. როგორც კლუბთან დაახლოებული პირები ამბობენ, კორეელმა ფეხბურთელმა “რეკორდმაისტერთან” პერსონალური პირობები უკვე შეათანხმა და მალე 5-წლიან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერი” 26 წლის კიმის დამატებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა, “წითელი ეშმაკების” მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვინაიდან, კიმის ტრანსფერი ჯერ […]
ბაიერნი მზადაა, ტოტენჰემს კეინის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე შესთავაზოს
,,ბაიერნი” ,,ტოტენჰემის” თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობას განაგძობს და ლონდონურ გუნდს ახალი წინადადებით მიმართავს. ინფორმაციას CBS Sports-ის ჟურნალსტი, ბენ ჯეიკობსი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ,,რეკორდმაისტერი” ,,დეზებს” ფეხბურთელის სანავლოდ 93 მილიონ ევროს შესთავაზებს (ბონუსების გათვალისწინებით). თუმცა, ამ ეტაპზე, ,,ტოტენჰემის” პოზიცია უცვლელია – მათ კლუბის საუკეთესო ბომბარდირის გაყიდვა ამ ზაფხულს არ სურთ. ,,ბაიერნმა” ლონდონელებს რამდენიმე დღის წინ 70 […]
ერნანდესმა პარი სენ-ჟერმენთან პერსონალური პირობები შეათანხმა
“პარი სენ-ჟერმენი” ლუკას ერნანდესის ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზულ და მიუნხენურ გრანდებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ ერნანდესსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის პერსონალური პირობები შეთანხმებულია და ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ პარიზში სურს გადასვლა.
გერმანულ მედიაში ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება
მიუნხენის ,,ბაიერნი” ზაფხულში შემტევის ყიდვას შეეცდება. გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, ,,რეკორდმაისტერის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე წელს ,,ტოტენჰემის” თავდამსხმელი, ჰარი კეინი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელები ფეხბურთელის სანაცვლოდ მაქსიმუმ 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. მალე ,,ბაიერნის” წარმომადგენლები ინგლისელთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპს დაიწყებენ. 2022-2023 წლების სეზონში კეინმა ,,ტოტენჰემის” მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა და 5 საგოლე […]