ნეიმარმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. ინფორმაცია “პსჟ-ს” ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა და ბრაზილიელი თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გუნდის საწვრთნელ ბაზაზეა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
ბოლოს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მოედანზე 5 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მეცხრე ტურის შეხვედრაში გავიდა (ანჟერთან 4:0).
🏋️♂️🔛⚽️@neymarjr 🔙
🔴🔵 #ICICESTPARIS pic.twitter.com/0uSEo7pN04
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) November 5, 2019