უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი VAR-თან დაკავშირებით უმაყოფილებას გამოთქვამს, მან ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნული განსჯის მეთოდზე ნეგატიურად ისაუბრა.
“ფეხბურთი ბოლო პერიოდში VAR-მა საგრძნობლად შეცვალა. იმ შემთხვევაში თუ შენ დიდი ცხვირი გაქვს, სავსებით შესაძლებელია, რომ VAR-ის მიერ გავლებული ხაზებით თამაშგარე მდგომარეობაში სწორედ შენი ცხვირის სიდიდის გამო იყო მოხვედრილი”, – განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.
VAR-ით განსჯის მეთოდი საფეხბურთო სამყაროში 2012-2013 წლებში გამოიყენეს ერედივიზიონში და ეტაპობრივად ყველა პრესტიჟულ ჩემპიონატსა და ტურნირებს ემატება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის შემოღებული ყველა ტურნირზე, მაგალითად ევროპა ლიგაზე ყველანაირ გადაწყვეტილებას მინდორზე მოქმედი მსაჯთა ჯგუფი იღებს.