მაურო იკარდის “პარი სენ-ჟერმენში” შესანიშნავი სეზონი აქვს. ედისონ კავანის ტრავმიანობა არგენტინელმა თავდამსხმელმა სათავისოდ კარგად გამოიყენა და მთავარი ცენტრ-ფორვარდის ფუნქციები შეითავსა.
26 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე უკვე 17 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ნეიმარსა და კილიან მბაპესთან ერთად მშვენიერი ტრიოც შექმნა.
იკარდისთვის გამორჩეული იყო 9 იანვარს გამართული საფრანგეთის ლიგის თასის შეხვედრაც, რომელშიც “პსჟ-მ” “სენტ-ეტიენი” 6:1 გაანადგურა. “პარკ დე პრენსზე” გამართულ მატჩში მაურომ ახალი გუნდის მაისურით ჰეთ-თრიკი ისე შეასრულა, რომ იმ 72 წუთის განმავლობაში, რომელიც მოედანზე გაატარა, ბურთს მხოლოდ 13-ჯერ შეეხო. იკარდიმ პასი სულ ხუთჯერ გააკეთა, ერთხელ კი საგოლე გადაცემა მიითვალა.
იკარდის შედეგიანობამ წამყვანი გამოცემების 10-ბალიან შეფასებაში 9-ზე მეტი დაიმსახურა, მისმა გუნდმა კი მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ისიც გაამხილა, რომ “პსჟ-ში” თავს კარგად გრძნობს და პარიზში დარჩენის სურვილიც აქვს, ასე რომ, არაა გამორიცხული ფრანგებს შემდეგი სეზონისთვის ედისონ კავანის სრულფასოვანი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავთ.
🚨 INSANE 🚨
Doesn’t look like an impressive Heatmap, right?
Well, @MauroIcardi had just 13 touches (!!) tonight for @PSG_English, but he managed to do all of this ⬇️
⚽️ 3 goals
🅰️ 1 assist
⚔️ 1/1 ground duels won
📈 9.4 SofaScore ratingIncredible! 😱😱#PSGASSE pic.twitter.com/vtQ83Vi3ia
— SofaScore🌐 (@SofaScoreINT) January 8, 2020