რა მოხდა მას შემდეგ რაც ლივერპულმა ბოლოს პრემიერ ლიგაში ენფილდზე წააგო

1001 დღე გავიდა მას შემდეგ რაც იურგენ კლოპის გუნდმა შინ “ენფილზე” მარცხი განიცადა. ამის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი რამ მოხდა. გთავაზობთ ყველა იმ მოვლენას რაც ლივერპულის საშინაო მარცხის შემდეგ მოხდა დღევანდელი დღის ჩათვლით.

გამოვიდა სამი ახალი “აიფონის” მოდელი.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” დახარჯა 309 მილიონი ევრო ფეხბურთელებში და  მხოლოდ ევროპის ლიგის მოგება შეძლო.

ლიონელ მესიმ “ბარსელონას” მაისურით  109 გოლი გაიტანა.

ენტონი ჯოშუამ დაამარცხა ვლადიმირ კლიჩკო. შემდეგ დათმო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ენდი რუიზთან და შემდეგ ისევ დაიბრუნა.

რა მოხდა მას შემდეგ რაც ლივერპულმა ბოლოს პრემიერ ლიგაში ენფილდზე წააგო 1

ბორის ჯონსონი გახდა პრემიერ მინისტრი. მას მხარი კონსერვატიული კომიტეტის ხელმძღვანელობამ დაუჭირა.

დევიდ მოიესი დაინიშნა “ვესტ ჰემის” მწვრთნელად. დევიდმა გუნდი პრემიერ ლიგაში დატოვა. შემდეგ მოიესი გაათავისუფლეს და გარკვეული დროის შემდეგ ისევ დააბრუნეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

“ლივერპული”  ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

მსოფლიო ფეხბურთში დაინერგა ვიდეო რეფერის სისტემა. “ვარი” ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენეს, ხოლო შემდეგ პრემიერ ლიგაში დაინერგა.

რა მოხდა მას შემდეგ რაც ლივერპულმა ბოლოს პრემიერ ლიგაში ენფილდზე წააგო 2

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩამოაყალიბა ქალთა საფეხბურთო გუნდი, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია.

ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირება 4-ჯერ გადაიდო.

უეინ რუნიმ ამ პერიოდში  “იუნაიტედში”, “ევერტონში”, “დისი იუნაიტედში” და “დერბი ქაუნთრიში” მოასწრო თამაში. ასევე ინგლისელმა  სანაკრებო კარიერა დაასრულა.

რა მოხდა მას შემდეგ რაც ლივერპულმა ბოლოს პრემიერ ლიგაში ენფილდზე წააგო

სტატიის ავტორი
-