მარკუს რაშფორდი 2 ან 3 თვეს გამოტოვებს

ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი ტრავმირებულია. მარკუსმა ტრავმა “ვულვერჰემპტონთან” შეხვედრაში 63-ე წუთზე მიიღო. პირველადი დაკვირვების შედეგად დაზიანება მძიმე არ ჩანდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ რაშფორდის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ინგლისელი ორ ან სამ თვეს გამოტოვებს. ეს კი “ეშმაკებისთვის” მძიმე დარტყმაა. რაშფორდი მიმდინარე სეზონში “იუნაიტედისთვის” მთავარი დამრტყმელი ძალაა. მარკუსის ანგარიშზე 14 გატანილი გოლია.

მარკუს რაშფორდი 2 ან 3 თვეს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-