ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ჩვეულ სტილში აშკარა უპირატესობით 8-0 დაამარცხა მოლდაველი დელეანუ და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევს დაეჭიდება. ნახევარფინალები თბილისის დროით, 21:00 საათიდან დაიწყება.
წყარო: GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია