“ტესტებს არ გამოვტოვებ” – გიორგი ნემსაძემ Live.ge-სთან ტრავმაზე ისაუბრა

როგორც ცნობილი გახდა, “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნემსაძე ტრავმირებულია. ინგლისური და ქართული გამოცემები იუწყებიან, რომ გიორგი ნოემბრის ტესტ-მატჩებს გამოტოვებს. Live.ge დაინტერესთა ამ ფაქტით და გიორგისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

გამარჯობა გიორგი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რომ მძიმედ დაშავდი. გვაინტერესებს რისი ტრავმა გაქვს და რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა?

– გამარჯობა. დაზიანება მივიღე, თუმცა საბედნიეროდ სერიოზული ტრავმა არ მაქვს.

რისი ტრავმა მიიღე და რამდენ ხანს იუქმებ ?

– დაზიანება კისრის არეში მივიღე, როგორც უკვე აღვნიშნე სერიოზული ტრავმა არ მაქვს. ვარჯიშით ვვარჯიშობ ჩვეულებრივად, უბრალოდ თამაში ამიკრძალეს 2 კვირით, რადგან კონტაქტი არ შეიძლება.

როდის დაბრუნდები და დაახლოებით თუ იცი, დაეხმარები თუ არა ჩვენს ნაკრებს ტესტ-მატჩებზე? 

– 2 კვირაში თამაშს დავიწყებ, შესაბამისად ეროვნულ ნაკრებს ტესტ-მატჩებზე დავეხმარები. შემიძლია დავადასტურო, რომ ტესტ-მატჩებს არ გამოვტოვებ.

 

Live.ge გიორგი ნემსაძეს წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“ტესტებს არ გამოვტოვებ” – გიორგი ნემსაძემ Live.ge-სთან ტრავმაზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-