ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ თუ ლეო მესი? უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე აღნიშნულთან დაკავშირებით ცხარე დებატები არ წყდება.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის სუპერვარსკვლავის ტიტულისათვის მესი და რონალდუ იბრძვიან, Transfermarkt-ის ათ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის ერთი მათგანი ვერ მოხვდა – მეორემ კი მე-8 ადგილი დაიკავა.
ფეხბურთელის ფასს მრავალი ფაქტორი განაპირობებს – ასაკი, კონტრაქტის ხანგრძლივობა, კლუბი და ნაკრების მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობა იმ კრიტერიუმთა არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება განისაზღვრება.
10. ანტუან გრიზმანი – “ბარსელონა” £113 მილიონი
9. ჯეიდონ სანჩო – “დორტმუნდი” £113 მილიონი
8. ლეო მესი – “ბარსელონა” £132 მილიონი
7. კევინ დე ბრუინე – “მანჩესტერ სიტი” £141 მილიონი
6. ჰარი კეინი – “ტოტენჰემი” £141 მილიონი
5. მოჰამედ სალაჰი – “ლივერპული” £141 მილიონი
4. სადიო მანე – “ლივერპული” £141 მილიონი
3. ნეიმარი – “პსჟ” £151 მილიონი
2. რაჰიმ სტერლინგი – “მანჩესტერ სიტი” £151 მილიონი
1. კილიან მბაპე – “პსჟ” £189 მილიონი