როგორც ცნობილია, პრემიერლიგაში კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.
ტესტმა დადებითი შედეგი “ბორნმუთის” ერთ ფეხბურთელზე აჩვენა. “ალუბლები” ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებენ, თუმცა მოთამაშის ვინაობას არ ასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, COVID-19 ინგლისში კიდევ 6 ფეხბურთელს დაუდასტურდა.
დღევანდელი ინფორმაციით, პრემიერლიგის სეზონი ივნისში განახლდება.