კორონავირუსის გამო უიმბლდონს 3 ვარსკვლავი მოეხსნა
2021 წლის უიმბლდონის ფინალისტი, იტალიელი – მატეო ბერეტინი კორონავირუსის ინფექციის გამო უიმბლდონი 2022-ს მოეხსნა. მან განცხადება სოციალურ ქსელში, რამდენიმე საათის წინ გააკეთა. „გული მწყდება რომ არასასიამოვნო ამბავი უნდა გაცნობოთ. COVID-19-ის ტესტის დადებითი შედეგის გამო 2022 წლის უიმბლდონს გამოვტოვებ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მქონდა გრიპის სიმპტომები და ვიმყოფებოდი იზოლაციაში. იმისდა მიუხედავად, რომ სიმპტომები არ იყო მძიმე, […]
ანტი-ვაქსერი კიკბოქსიორი COVID-19-ით გარდაიცვალა
41 წლის ასაკში, კიკ-ბოქსიორი ფრედერიკ სინისტრა, COVID-19-მა იმსხვერპლა. გარდაცვალებამდე, რამდენიმე დღით ადრე, სინისტრა საკუთარი მოთხოვნით, საავადმყოფოდან სახლში გადაიყვანეს, სადაც იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. “მადლობა გულშემატკივრობისთვის. სახლში ვიმყოფები და აქ უნდა გამოვკეთდე. 1000-ჯერ უფრო ძლიერი დავბრუნდები”, – ვკითხულობთ მის ერთ-ერთ უკანასკნელ პოსტში. სოციალურ მედიაში, სინატრა COVID-19-თან დაკავშირებით ბევრ პოსტს აქვეყნებდა, სადაც იგი კორონავირუსს “პატარა ვირუსს” უწოდებდა, […]
მარსელოსა და მოდრიჩს კორონავირუსი დაუდასტურდათ
მადრიდის “რეალის” ორ ფეხბურთელს, ბრაზილიელ – მარსელოსა და ხორვატ – ლუკა მოდრიჩს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მადრიდის “რეალის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს: Comunicado Oficial#RealMadrid — Real Madrid C.F. (@realmadrid) December 15, 2021 “სამეფო კლუბის” განცხადებით, ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას საკუთარ სახლებში აგრძელებენ.
მანჩესტერში კორონავირუსი მძვინვარებს – პრემიერ ლიგის მატჩი გადაიდო
14 დეკემბერს, პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მატჩები აიღებს სტარტს. მე-17 ტური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბრენტფორდის” მატჩით უნდა გახსნილიყო, რომელიც თბილისის დროით 23:30 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა პრემიერ ლიგის მესვეურების გადაწყვეტილებით, მატჩი გაუქმებულია. მატჩის გაუქმების და გადადების მიზეზი კვლავ კორონავირუსია, რომელმაც ამჯერად პრემიერ ლიგასა და “მანჩესტერ იუნაიტედს” დაარტყა. “წითელმა ეშმაკებმა” ასევე დროებით დახურეს სავარჯიშო ბაზა, რადგან […]
COVID 19-მა კიმიხს პრობლემა შეუქმნა – გერმანელი 2022 წლამდე გამოირიცხა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი – ჯოშუა კიმიხი 2022 წლამდე ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი კი კორონავირუსია, რომელიც კიმიხს 6 ნოემბერს დაუდასტურდა და შემდეგ კი გაურთულდა. კიმიხს კერძოდ ფილტვებზე შეუქმნა პრობლემა, რის გამოც ექიმებმა 2022 წლის იანვრამდე მისი თამაში გამორიცხეს. ინფორმაცია თავად მიუნხენურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ℹ️ Der #FCBayern wird seine noch ausstehenden […]
ბელენენსეშის 13 ფეხბურთელს კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკული შტამი დაუდასტურდა
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-12 ტურში ,,ბელენენსეში” ლისაბონის ,,ბენფიკას” მასპინძლობდა. მატჩში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა – მასპინძელი გუნდი მოედანზე 9 ფეხბურთელით იყო გასული, რომელთაგანაც ორი მეკარე იყო. ამის მიზეზი კორონავირუსია – პორტუგალიური პრესის ცნობით, ,,ბელენენსეშის” 17 ფეხბურთელსა და სტაფის წევრს Covid 19-ი დაუდასტურდათ. შესაბამისად, კლუბს შეხვედრაში არც სათადარიგო მოთამაშეები არ ჰყავდა. მატჩი საბოლოოდ პირველი ტაიმის შემდეგ 0:7 […]
ბრაზილიის აუცრელი პრეზიდენტი სტადიონზე არ შეუშვეს
ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ, სტადიონზე არ შეუშვეს. მიზეზი მისი ანტი-ვაქსერული დამოკიდებულება გახდა. ანტი-ვაქსერობით ცნობილ ბოლსონარუს სანტოსი Vs. გრემიოს მატჩზე დასწრება სურდა, თუმცა კოვიდ-პასპორტის არქონის გამო, სტადიონის თანამშრომლებმა ბრაზილიის პირველ პირს სტადიონზე შესვლის უფლება არ მისცეს. “რატომ უნდა მქონდეს კოვიდ-პასპორტი? მე უბრალოდ ფეხბურთის ყურება მინდოდა, მე კი მითხრეს, რომ ვაქცინა უნდა გამეკეთებინა. ასე რატომ ხდება? მე […]
კორონავირუსი: ბორჯღალოსნების მწვრთნელის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. “ბორჯღალოსნების” თავკაცს COVID19-ით ინფიცირება სამხრეთ აფრიკაში დაუდასტურდა და დაუყოვნებლივ, იოჰანესბურგის საავადმყოფოში მოათავსეს. მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად კრიტიკული იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან 2 ივლისს ტესტ-მატჩი გამართა და 40:9 დამარცხდა. ამ ნაკრებებს შორის გასამართი მეორე შეხვედრა გაუქმდა, რადგან ორივე […]
ტონი კროოსი თვითიზოლაციაში გადავიდა – პასუხი უარყოფითია
რამდენიმე წუთის წინ, მადრიდის “რეალის” ოფიციალურმა გვერდმა, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათი ნახევარმცველ, გერმანელ – ტონი კროოსი, იზოლაციაში გადავიდა, რადგან მას შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულ ადამიანთან. Comunicado Oficial: Toni Kroos. #RealMadrid — Real Madrid C.F. (@realmadrid) May 14, 2021 განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გერმანელი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და მისი პასუხი უარყოფითია. “სამეფო […]
გულშემატკივარი თურქეთში არ უნდა გაემგზავროს | ბრიტანეთის მთავრობის რეკომენდაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ
დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრის გრანტ შაპსის განცხადებით, “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალს არ უნდა დაესწრონ. ევროპული ფეხბურთის მთავარი მატჩი სტამბოლში, 29 მაისს გაიმართება, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა თურქეთი COVID-19-ის “წითელ სიაში” შეიყვანა. შაპსის განცხადებით, “წითელ ზონაში” მოქცეულ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ჩასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც საქმე გადაუდებელ შემთხვევას ეხება. მისივე თქმით, […]
ევროპის ჩემპიონატამდე იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს ვაქცინაცია ჩაუტარდებათ
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ დარწმუნებით განაცხადა, რომ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაიკეთებს. “სკუადრა აძურას” ვაქცინაციის პროცესი ევრო 2020-ის წინ ჩაუტარდება, რომელიც მიმდინარე წლის 11 ივნისს, სწორედ იტალიის დედაქალაქში დაიწყება და რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე“, მასპინძელი და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირებით დაიწყება. სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ხსენებულ შეხვედრას გულშემატკივრების 25% […]
სერხიო რამოსს კორონავირუსი დაუდასტურდა
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანს – სერხიო რამოსს, კორონავირუსი დაუდასტურდა. BREAKING: Real Madrid announce Sergio Ramos has tested positive for COVID-19 pic.twitter.com/xTtDxEsJNd — B/R Football (@brfootball) April 13, 2021 ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდის “რეალის” ოფიციალურმა Twitter გვერდმა დაადასტურა. Comunicado Oficial: Sergio Ramos.#RealMadrid — Real Madrid C.F. (@realmadrid) April 13, 2021 კლუბის განმარტებით, რამოსს […]