სატრანსფერო პერიოდის გახსნის დღე წესით და რიგით სულ უფრო უნდა ახლოვდებოდეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
ამჟამად მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღება მატეო გენდუზიმ მიიპყრო. TF1-სა და GFFN-ის ცნობით ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი კლუბის დატოვებას მიმდინარე ზაფხულში გეგმავს.
გენდუზის შეძენით ორი ევროპული გრანდი ინტერესდება, ესენი არიან “ბარსელონა” და “პსჟ”. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე მადრიდის “ატლეტიკო” და “ინტერიც” გამოთქვამენ.
Transfermarkt-ის მონაცემებით მატეო გენდუზის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 40.5 მილიონი ევროა.
21 წლის ნახევარმცველმა ლონდონელების რიგებში 82 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში მან 1 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.