საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ხელმძღვანელობის გადაყწვეტილებით, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე კლუბის სტადიონს თბილისური გუნდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის Facebook-ის ოფიციალური გვერი ავრცელებს.
“ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, “საბურთალოს” ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ!”, – წერია “საბურთალოს” განცხადებაში.
19 წლის ფეხბურთელი 19 ივნისს, მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, მდინარე არაგვისა და მტკვრის ტერიტორიაზე სამდღიანი ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი მყვინთავებმა წყალში იპოვეს.