“დინამო თბილისის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი ინგლისის ჩემპიონშიფში დაბრუნდა და “შეფილდ უედნსდეის” მთავარი მწვრთნელი გახდა. 42 წლის სპეციალისტმა ინგლისის ერთ-ერთი ისტორიული და ტიტულოვანი კლუბი ჩაიბარა და საქმიანობას დაუყოვნებლივ შეუდგება, როგორც ამას თავად კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. We are delighted to welcome Xisco Muñoz as our new first team manager 🇪🇸 Welcome to Hillsborough, Xisco! 🦉#swfc […]
გიორგი წიტაიშვილი დინამო ბათუმში ითამაშებს
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს 21-წლამდე და ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას “დინამო ბათუმში” გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც კიევის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია, 2022/23 წლების სეზონი პოზნანის “ლეხში” გაატარა, კონტრაქტი კი უკრაინის ტიტულოვან კლუბთან 2025 წლამდე აკავშირებს. მცირე ხნის წინ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში, გიორგი წიტაიშვილის მამამ და ყოფილმა ფეხბურთელმა, კლიმენტი წიტაიშვილმა თქვა, რომ რამდენიმე შეთავზებიდან […]
ოფიციალურად: გიორგი ლორია დინამო თბილისში დაბრუნდა
ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ და კვიპროსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი ლორია “დინამო თბილისში” დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის მშობლიურ კლუბში დაბრუნებას ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა საინტერესო პოსტი მიუძღვნა. “ლურჯ-თეთრებმა” გიორგი ლორიას დაფარული ვიდეო გამოაქვეყნეს, წარწერით – “გამოიცანით, ვინ დაბრუნდა”. კარიერის განმავლობაში გიორგი ლორია კრეტას “ოფის”, “ოლიმპიაკოსის”, “კრილია სოვეტოვის”, […]
ნიდერლანდები 1:1 საქართველო (მიმოხილვა)
ოფიციალურად: ქუთაისის ტორპედოს შოტლანდიელი მწვრთნელი უხელმძღვანელებს
ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა, ოფიციალურად დადასტურდა – სტივ კინი ქუთაისის “ტორპედოს” უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა და დასძინა, რომ შოტლანდიელი სპეციალისტის წარდგენა 19 მაისს შედგება. 55 წლის სპეციალისტი “ფულემსა” და “რეალ სოსიედადში” კრის კოულმენის ასისტენტი გახლდათ, მოგვიანებით “ბლექბერნში” სემ ელერდაისის თანაშემწე იყო, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. ავსტრალიურ “მელბურნში” მწვრთნელის […]
ქუთაისის ტორპედოში შოტლანდიელი მწვრთნელის დანიშვნა განიხილება
Matchday-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი სტივ კინი იქნება. როგორც ირკვევა, სტივ კინი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მწვრთნელი უახლოეს პერიოდში გახდება. კარიერის განმავლობაში 55 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი სტივ კინი “ფულემსა” და “რეალ სოსიედადში” კრის კოულმენის ასისტენტი გახლდათ, მოგვიანებით “ბლექბერნში” სემ ელერდაისის თანაშემწე იყო, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა. ავსტრალიურ “მელბურნში” […]
კახა ჩხეტიანმა ქუთაისის ტორპედო დატოვა
კახა ჩხეტიანმა ქუთაისის ტორპედო კარიერაში მესამედ დატოვა – ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას იმერული გუნდის გვერდი ავრცელებს. “ქუთაისის “ტორპედოს” მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა. “ტორპედო” მადლობას უხდის მას გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება “ტორპედოს” ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია”, – წერს “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი. კახა ჩხეტიანი “ტორპედოში” […]
საფეხბურთო კლუბი თელავი მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თავად კახურმა კლუბმა გაავრცელა. გარდა სომხეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელისა, ეროვნული ლიგის წარმომადგენელი კლუბი მისმა ასისტენტებმა, არტაკ ოსეიანმა (პირველი ასისტენტი) და არტურ მკრტჩიანმაც (ფიზმომზადების მწვრთნელი) დატოვეს. კლუბმა ასევე დაანაონსა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გულშემატკივრისთვის მალე გახდება ცნობილი. ვარდან მინასიანმა, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო […]
დინამო 2 – მერანის მატჩის დროს მარტვილელთა თავდამსხმელი შეუძლოდ გახდა
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტურის შეხვედრაში მარტვილის “მერანმა” “დინამო თბილისი 2” დაამარცხა. მატჩის შესვენებაზე მეგრული კლუბის ფეხბურთელს, მოჰამედ სილას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მოთელვისას შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. როგორც ირკვევა, სილას გადარჩენაში მონაწილეობა ორივე გუნდის სამწვრთნელო გუნდის წევრებმა და ასევე “დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მიიღეს. “გუშინ, თბილისში “დინამოს” აკადემიის სტადიონზე, […]
კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს. ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია […]
კომპანია ბეთლაივსა და სამ სპორტულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „ბეთლაივი“ სამი სპორტული ფედერაციიის ოფიციალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, „ბეთლაივმა“ რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რაც საერთო პროექტებზე კოლაბორაციას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერასა და მედია ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმებით, „ბეთლაივი“ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. […]
დინამო ბათუმმა ლუკა ზარანდია დაიმატა
26 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. შემტევმა ნახევარმცველმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ბელგიის, პოლონეთისა და ყაზახეთის ჩემპიონატებში უთამაშია, ბოლოს კი “კორონა კიელჩეს” შემადგენლობაში გამოდიოდა. ლუკა ზარანდიას გარდა, “დინამო ბათუმმა” 30 წლის ქართველი თავდამსხმელი, თორნიკე კაპანაძე, 28 წლის […]