საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 20 დან 28 ოქტომბრის ჩათვლით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს 10 სპორტსმენი წარმოადგენს. ისინი 20-23 ოქტომბერს იასპარეზებენ. დარჩენილი ოთხი დღე კი ბერძნულ-რომალული სტილით ჭიდაობას დაეთმობა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს ბუდაპეშტში შემდეგი სპორტსმენები მიჰყავს:
57 კგ – ოთარ გოგავა.
61 კგ – ბექა ლომთაძე.
65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
70 კგ – ზურაბ იაკობაშვილი.
74 კგ – ავთანდილ კენჭაძე.
79 კგ – დავით ხურცილავა.
86 კგ – სანდრო ამინაშვილი.
92 კგ – დავით მარსაგიშვილი.
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე.
125 კგ – გენო პეტრიაშვილი.