“ლაციოს” ვარსკვლავმა – ჩირო იმობილემ, რომაულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
30 წლის იტალიელი ვარსკვლავი, “ლაციოს” რირსებას 2016 წლიდან იცავს. “ლაციოს” რიგებში გატარებული 4-წლიანი კარიერის მანძილზე, იმობილემ ყველა ტურნირზე გამართულ 178 შეხვედრაში, 125 გოლის გატანა შეძლო. იმობილესთვის განსაკუთრებით შედეგიანი 2019/20 წლების სეზონი გამოდგა, რომელშიც 37 მატჩში 36 გოლი გაიტანა და სერია ა-ს ბომბარდირის ტიტულს დაეუფლა.
ამ წუთისათვის კონტრაქტის დამატებითი დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ იმობილე “ლაციოს” ღირსებას კიდევ 5 წლით დაიცავს.