მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გამო გამოწვეული ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დიდი ჩოგბურთი დაბრუნდა. მიმდინარე წლის მეორე დიდი სლემის ტურნირი, ამერიკის ღია პირველობა, დასასრულსკენ მიდის.
7 სექტემბერს ამერიკის ღია პირველობის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და 1/4 ფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილი გახდა. მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა – დომინიკ ტიმმა, ახალგაზრდა კანადელი – ფელიქს ოჟე-ალიასიმი 3 სეტში მარტივად დაამარცხა და მეოთხედ ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ავსტრალიელი – ალექს დე მინორი იქნება, რომელმაც თავის მხრივ 1/8 ფინალში, კანადელი – ვასეკ პოსპიშილი დაამარცხა.
მცირედი სენსაცია მოახდინა 22 წლის რუსმა ჩოგბურთელმა – ანდრეი რუბლევმა, რომელმაც 1/8 ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, იტალიელი – მატეო ბერეტინი 4 სეტიან ბრძოლაში (6:4; 3:6; 3:6; 3:6) დაამარცხა. მეორე რუსი – დანილ მედვედევი, რომელიც, ნოვაკ ჯოკოვიჩის შეჯიბრიდან მოკვეთის შემდეგ, ამერიკის ღია პირველობის მთავარი ფავორიტია, ძალიან მარტივად მოიპოვა 1/4 ფინალური ეტაპის საგზური. მან ამერიკელი ფრანცის ტიაფო 3 სეტში უშანსოდ დაამარცხა. 1/4 ფინალში, სწორედ რუსული დაპირისპირება გველის.
ვასეკ პოსპიშილი Vs. ალექს დე მინაური
ფელიქს ოჟე-ალიასიმი Vs. დომინიკ ტიმი
მატეო ბერეტინი Vs. ანდრეი რუბლევი
ფრენცის ტიაფო Vs. დანილ მედვედევი