ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში “ატლეტიკომ” საკუთარ მოდეანზე “ბარსელონა” მიიღო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
“ატლეტიკოსთან” შეხვედრაში კატალონიელების ორი მოთამაშე დაშავდა: სერხი რობერტო და ჟერარდ პიკე.
INJURY NEWS@3gerardpique has a right knee sprain. @SergiRoberto10 has a right quadriceps injury.
They will both undergo further testing to determine the exact extent of their injuries. pic.twitter.com/IELcU9YvgA
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 21, 2020
ბარსელონას მე-3 ნომერს გვერდითი მყესი აქვს დაჭიმული და ასევე აქვს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესის ნაწილობრივი დაზიანება. საუკეთესო შემთხვევაში პიკეს 2 თვის გამოტოვება მოუწევს, თუ მყესების დაჭიმულობის თავდაპირველი დიაგნოზი დადასტურა, მაგრამ შესაძლოა ესპანელ მცველს 4-6 თვის გამოტოვებაც მოუწიოს, თუკი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
ბარესლონას ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, სერხი რობერტოს კვირას გამოკვლევები ჩაუტარდა, რომლებმაც აჩვენა, რომ მას მარჯვენა ფეხზე ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. სავარაუდოდ მოთამაშე გუნდს ორი თვით დააკლდება.