გრანიტ ჯაკა კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს

“არსენალის” ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა კარიერას “ბაიერ ლევერკუზენში” გააგრძელებს. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ლევერკუზენმა” ჯაკა 21.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა, “არსენალი” ჯამში 25 მილიონს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გრანიტს “მეთოფეთა” რიგებში თითქმის 300 (297) შეხვედრა აქვს ჩატარებული და ლონდონური კლუბის რიგებში 23 გოლის გატანა შეძლო. ამასთან ერთად ჯაკამ FA თასის გამარჯვებულიც გახდა.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1676923026317737984

გრანიტ ჯაკა კარიერას ლევერკუზენში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-