“NBA-ში დიდი გაცვლა განხორციელდა” – ESPN
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023/24 წლების სეზონის დაწყებამდე, პირველი ხმაურიანი გაცვლა განხორციელდა. “ვაშინგტონში” ბრედლი ბილის 11-წლიანი კარიერა ოფიციალურად დასრულდა – ორ ფრენჩაიზს შორის მიღწეული გარიგების შედეგად, ბრედლი ბილი “ფინიქსში” გადავიდა. ვარსკვლავის სანაცვლოდ “ვაშინგტონმა” კრის პოლი, ლენდრი შემეტი და დრაფტის მეორე რაუნდის პიკი მიიღო. ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველი – ედრიან ვოინაროვსკი აღნიშნავს, რომ “ფინიქსი” ბრედლი ბილს 5-წლიან კონტრაქტს […]
“ალ იტიჰადი ახალი გამოწვევაა – აქ მოსაგებად ვარ” – ბენზემა
ქარიმ ბენზემა კარიერას “ალ იტიჰადში” გააგრძელებს. ინფორმაციას არაბული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 35 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ფეხბურთელის ანაზღაურება სეზონში 200 მილიონი ევრო იქნება. ახალი გამოწვევის მიღების შემდეგ, ბენზემამ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “ალ იტიჰადში” ტიტულების მოსაგებად გადავიდა. “ჩემთვის “ალ იტიჰადი” ახალი გამოწვევაა. მაღალი დონის ლიგაა […]
“ალეგრისა და მისი მოთამაშეების გამო ვწუხვარ” – ჟოზე მოურინიო
იტალიის სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე, “იუვენტუსი” კვლავ დასაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ბიანკონერის” 10 ქულა დააკლდა, რის შემდეგაც ტურინული გრანდი მე-7 პოზიციაზე ჩამოქვეითდა. “იუვენტუსი” დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში. პროკურორი სასამართლოსგან კლუბის 11 ქულით დასჯას ითხოვდა. ტურინული გრანდის გარშემო შექმნილ ვითარებას ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მასიმილიანო ალეგრისა და მისი ფეხბურთელების გამო წუხს. […]
“ამ ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა დადო” – ხვიჩა კვარაცხელია
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც კვარა ერთა ლიგაზე მოახლოებული მატჩის წინ ნაკრებ გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. “როდესაც იგებ, რომ გამოძახებული ხარ და უნდა ჩახვიდე ეროვნულ ნაკრებში, ისეთი […]
“ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით, თქვენ ისტორია შექმენით” – ილიას ზუროსი | VIDEO
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო […]
“ამ გუნდით ვამაყობ” – მაკრონი დეშამს მხარდაჭერას უცხადებს
საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, დიდიე დეშამს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ სპეციალისტს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. “ლე ბლე” მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. დეშამის კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწურება. მაკრონი მწვრთნელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს. მუნდიალის 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, საფრანგეთმა მაროკოს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინას დაუპირისპირდება. ნახევარფინალურ […]
23 ივნისს, ნიუ იორკში, “ბარკლაის-ცენტრში” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის დრაფტი ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო დრაფტმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა და ახლა უკვე ოფიციალურად – “სან ანტონიომ” ვიქტორ ვემბანიამა აიყვანა. საუკუნის ტალანტად წოდებული 19-წლის ვიქტორ ვემბანიამა დრაფტის პირველი ნომერი გახლდათ და წარმოუდგენელი იყო, რომ “სპურსი” ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებდა. აღსანიშნავია, რომ ვემბი ისტორიაში მეექვსე მოთამაშეა, რომელსაც […]
“ამ პრობლემების შესახებ, რომ მცოდნოდა, სამუშაოდ სხვაგან წავიდოდი” – უელსის მწვრთნელი
უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – უორენ გეტლენდი BBC-ს საინტერესო თემების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ “დრაკონებში” არსებული პრობლემების შესახებ, სრული ინფორმაცია არ ჰქონდა. სახელოვანი სპეციალისტის თქმით, რომ სცოდნოდა უელსის რაგბის კავშირში, მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და მოთამაშეებში დაგროვებული ამ პრობლემების შესახებ, “დრაკონების” გაწვრთნაზე უარს განაცხადებდა და სამუშაოდ სხვაგან წავიდოდა. “როდესაც უელსის კვლავ გაწვრთნაზე განვაცხადე […]
“ანდების სასწაული” – კანიბალიზმი და სიცოცხლისათვის ბრძოლაში გატარებული 72 დღე
“პირველი ღამე ყველაზე კოშმარული აღმოჩნდა” – იხსენებს როი ჰარლი, რომელიც ერთ-ერთია ანდებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 16 გადარჩენილ მგზავრს შორის. ზუსტად 50 წლის წინ, 1972 წლის 13 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბედისწერო დღეს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, მთელი მსოფლიო შეძრა, მაგრამ, მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება ითქვას, რომ “ტრაგედია დაჩრდილა”… სრულიად მსოფლიოსათვის გაცილებით […]
“ანდრეამ მითხრა, რომ ის ფენომენალურია” – მანჩინი კვარაცხელიაზე
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია, ბრწყინვალე სეზონს ატარებს. კვარაცხელიას მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ და რობერტო მანჩინი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელმაც “კვარადონას” შესახებ ისაუბრა. La Gazzetta Dello Sport-ან საუბარში სახელოვანი იტალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას შესახებ ჯერ კიდევ 5 წლის წინ, მისი შვილისგან შეიტყო. “5 წლის წინ, მის შესახებ საუბრისას ჩემმა […]
“ანტირეკორდი” არსენალისა და ნიუკასლის მატჩში!
პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში, “არსენალისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირება შედგა. ლონდონში, “Emirates”-ზე გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩს საკმაოდ საინტერესო აფიშა უძღოდა წინ, რის გამოც გულშემატკივარს უხვგოლიანი და სანახაობრივი დაპირისპირების ხილვის იმედი ჰქონდა, თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გუნდებმა ფანებს იმედები გაუცრუეს. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი “მეთოფეებისა” და მესამეადგილოსანი “ნიუკასლის” დაპირისპირებაში, შეიძლება ითქვას, […]
“არ ვიცი, რა ვთქვა” – ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე სტატისტიკა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “დალასისა” და “იუტას” დაპირისპირება შედგა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 103:100 დასრულდა. “დალასის” გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა – ლუკა დონჩიჩმა დაიდო. პარკეტზე გატარებულ 35:28 წუთში, დონჩიჩმა 35 ქულის, 5 მოხსნისა და 11 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. NBA-ის მიმდინარე სეზონი ახალი დაწყებულია. “დალასმა” მხოლოდ 7 მატჩი გამართა და დონჩიჩმა […]