ეკო გორგოძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე, ბალახის საფარის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის – უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი და მეორე რაუნდში გავიდა.

გორგოძემ ბრიტანელი მეტოქე – ევა შოუ, ძალიან მარტივად, ორ სეტში: 6:2 ; 6:2 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე მეცამეტე ნომრად განთესილი ამერიკელი მეტოქე – კრისტი ანი იქნება.

უიმბლდონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობაში ჩაერთვება – მარიამ ბოლქვაძეც, რომელიც 23 ივნისს, თბილისის დროით 15:45 საათზე იასპარეზებს.

ეკო გორგოძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

სტატიის ავტორი
-