პირველად კარიერაში – ეშლი ბარტიმ უიმბლდონი მოიგო

ქალთა შორის უიმბლდონის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ეშლი ბარტი გახდა, რომელმაც ფინალში კაროლინა პლიშკოვა (13) სამ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:7, 6:3 დაამარცხა.

ფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა.

ბარტიმ უიმბლდონის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 1 700 000 ფუნტი გამოიმუშავა. პლიშკოვა კი 1300 ქულასა და 900 000 ფუნტს დასჯერდა.

უიმბლდონის ბოლო გამარჯვებული სიმონა ჰალეპი იყო, რომელმაც 2019 წელს ფინალში სერენა უილიამსს აჯობა.


პირველად კარიერაში – ეშლი ბარტიმ უიმბლდონი მოიგო

სტატიის ავტორი
-