ITF-მა რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციებს წევრობის უფლება შეუჩერა

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციები ორგანიზაციიდან გარიცხულია, გარდა ამისა მათ ITF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ:

,,ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მის ხელშეწყობას ბელარუსის მიერ. ამ ქვეყნებში უქმდება ITF-ის ყველა ღონისძიება, გარდა ამისა, რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციები საერთაშორისო ფედერაციის წევრები აღარ არიან. ასევე, ორივე ქვეყანას ეკრძალება ITF-ის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

ITF-ი მჭიდრო კავშირშია უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციასთან და სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ,” – წერია განცხადებაში.


ITF-ის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ვერ ითამაშებენ გუნდურ ტურნირებში (მაგალითად, დევისის თასზე), თუმცა მათ არ ეკრძალებათ ინდივიდუალურ ტურნირებში მონაწილეობის მიღება.


ITF-მა რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციებს წევრობის უფლება შეუჩერა

სტატიის ავტორი
-