რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში ეკრძალებათ – ATP-სა და WTA-ს გადაწყვეტილება

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის შემდეგ, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს სანქციები ATP-მა და WTA-მაც დაუწესა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანოები რუსეთის ქმედებებს გმობენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

WTA-სა და ATP-ის გადაწყვეტილება:

  • ტურნირი, რომელიც ოქტომბერში, მოსკოვში უნდა გამართულიყო, რუსეთში აღარ ჩატარდება.
  • რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციები საერთაშორისო ფედერაციის წევრები აღარ არიან. ასევე, ორივე ქვეყანას ეკრძალება ITF-ის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.
  • რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ინდივიდუალურ ტურნირებსა და გრანდ სლემებზე, თუმცა ისინი ვერ იასპარეზებენ რუსეთის ან ბელარუსის სახელითა და დროშებით.

რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში ეკრძალებათ – ATP-სა და WTA-ს გადაწყვეტილება

სტატიის ავტორი
-