ალექსანდრ ზვერევმა და ჩილიჩმა კორონავირუსის ტესტი ჩაიტარეს

ხორვატიაში, ადრიატიკის ტურზე ბორნა ჩორიჩთან მარცხის შემდეგ, გრიგორ დიმიტროვს კორონავირუსი დაუდგინდა. ჩორიჩთან წაგების შემდეგ, დიმიტროვი დაუყოვნებლივ მონაკოში მდებარე სახლში გაემგზავრა, სადაც თავი ცუდად იგრძნო, COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ასევე დაუდგინდა ხორვატ ჩოგბურთელს – ბორნა ჩორიჩსა და მსოფლიოს პირველი ჩოგანის – ნოვაკ ჯოკოვიჩის ფიზ-მომზადების მწვრთნელს.

ადრიატიკი ტურზე გამოდიოდნენ შემდეგი ჩოგბურთელები: ბორნა ჩორიჩი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, გრიგორ დიმიტროვი, ანდრეი რუბლევი, მარინ ჩილიჩი და ალექსანდრ ზვერევი.

მას შემდეგ რაც გრიგორ დიმიტროვი Covid19-ით დაინფიცირდა, ტესტი ჩაიტარეს ჩილიჩმა და ზვერევმა, რომელთაც კორონა ვირუსზე უარყოფითი პასუხები მიიღეს.

ისინი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:

ალექსანდრ ზვერევმა და ჩილიჩმა კორონავირუსის ტესტი ჩაიტარეს

სტატიის ავტორი
-