ATP სტოკჰოლმი – ფინალი ციციპასი – გულბისი (ვიდეო)

დასრულდა შვედეთის დედაქალაქში – სტოკჰოლმში მიმდინარე 250-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი. საინტერესო და დაძაბული რაუნდების შემდეგ ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ლატვიელი, 145-ე ნომერი ერნესტ გულბისი და მსოფლიო რეიტინგის მე-16 ჩოგანი სტეფანოს ციციპასი.

პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული იყო. მოგეხსენებათ, ორივე მათგანს მძავრი მოწოდება აქვს, შესაბამისადაც ჩოგბურთელებმა საკუთარი მოწოდებები შესანიშნავად აიღეს, თუმცა ანგარიშით 5:4-ზე ციციპასმა მეტოქეს მოწოდება მოუგო და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტში მოვლენები, ზუსტად პირველის მსგავსად განვითარდა – ანგარიშით 5:4-ზე ციციპასმა მეტოქეს კიდევ ერთხელ მოუგო მოწოდება და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:4, 6:4 სტეფანოს ციციპასი ჩემპიონია.

სტატიის ავტორი
-