სერბეთი ATP თასის გამარჯვებულია!

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა წყვილთა თანრიგის შეხვედრა ორ უძლიერეს: ესპანეთისა და სერბეთის ნაკრებებს შორის.

სადაც სერბებმა (ნოვაკ ჯოკოვიჩი/ვიკტორ ტროიცკი) ორ სეტში: 6:3; 6:4 დაამარცხეს ესპანელები (კარენო ბუსტა/ფელიციანო ლოპესი) და ATP თასის გამარჯვებულები გახდნენ.

ფინალამდე სერბებმა შემდეგი ნაკრებები დაამარცხეს: სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ჩილე, კანადა, რუსეთი.

შეგახსენებთ, რომ სერბეთმა ბოლოს 2010 წელს დევისის თასი მოიგო.

სერბეთი ATP თასის გამარჯვებულია!

სტატიის ავტორი
-