ATP თასი: სერბეთის ნაკრები ფინალში გავიდა

დღეს გამთენიისას ATP თასზე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

დუსან ლაიოვიჩი კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 7:5 7:6 გაიმარჯვა.

მეორე შეხვედრა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუსი დანილ მედვედევი სამ სეტში 6:1 5:7 6:4 დაამარცხა.

სერბეთის ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ან ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეტოქე რამდენიმე საათში გაირკვევა.

ATP თასი: სერბეთის ნაკრები ფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-