ზურა ტყემალაძემ შარმ-ელ-შეიხის ITF 15-ის კატეგორიის ტურნირი მოიგო

მსოფლიოს 904-ე ჩოგანმა, ზურა ტყემალაძემ, ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხის ITF 15-ის კატეგორიის ტურნირის ფინალში იტალიელი მეტოქე – მარსელო სერაფინი (528) ორ სეტში, ანგარიშით 6:1, 6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 1 წუთს გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩში 4 ბრეიკ-პოინტი შეასრულა, საპასუხოდ კი საკუთარ ჩაწოდებაზე მხოლოდ 1 გეიმი დათმო.

ტყემალაძემ გადამწყვეტ მატჩამდე 4 თამაშის მოგება შეძლო – 1/16-ფინალში ფილიპო ბალდის აჯობა, 1/8-ფინალში – ალექსანდრ ზგიროვსკის, 1/4-ფინალში – დანილ ოსტაპენკოვს, 1/2-ფინალში კი – დანიელე კაპეჩის.

ზურამ ტურნირი ისე მოიგო, რომ 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 სეტი წააგო.

ზურა ტყემალაძემ შარმ-ელ-შეიხის ITF 15-ის კატეგორიის ტურნირი მოიგო

სტატიის ავტორი
-