ეკო გორგოძის ფანტასტიკური მოგება
ეკო გორგოძემ კარიერის მანძილზე პირველად იასპარეზა დიდი სლემის ტურნირზე, მატჩი 22 აგვისტოს თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყო. პირველი სეტი ეკომ მშრალად დათმო 6:0, ხოლო მეორე სეტში მატჩ პოინტი 3-ჯერ ჰქონდა ახალგაზრდა ამერიკელ მაკნეილს, თუმცა ვერ შეძლო ვერცერთი მათგანის რეალიზება, ეკომ კი ზედიზედ 6 მოგებული გეიმის საშუალებით 5:7 იმარჯვა.
ATP ჩენდუ – მიმოხილვა (ფონინი-ებდენი; ფრიცი-კიურეი)
ფაბიო ფონინი VS მეთიუ ებდენი
ბასილაშვილი შანხაის ტურნირს დაემშვიდობა
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირიდან გამოვარდა. მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი, 21 წლის ალექსანდრ ზვერევი გახლდათ. ნიკას პირველ სეტში ანგარიშით 4:3-ზე მეტოქის გეიმზე 2 ბრეიკ-პოინტი (ე.წ. ფარული სეტ-პოინტი) ჰქონდა 15:40, თუმცა ვერ გამოიყენა და საბოლოოდ პირველი სეტი ანგარიშით – 5:7 დათმო. რაც შეეხება მეორე სეტს, ქართველმა რიგით მეორე […]
პარიზის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ახალი კვირიდან სტარტს აიღებს 2018 წლის უკანასკნელი მასტერსი საჩოგბურთო სამყაროში – პარიზის მასტერსი, სადაც იასპარეზებს საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ნიკა ასპარეზობას ძირითადი ბადიდან იწყებს, მისი პირველი მეტოქე კი მსოფლიო რეიტინგის 36-ე ნომერი ავსტრალიელი ჯონ მილმანი იქნება. სპეციალისტების აზრით, შეხვედრის ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი მიიჩნევა. ბასილაშვილსა და მილმანს შორის აქამდე გამართულ 2 […]
2018 წლის მთავარი ქართული სპორტული მოვლენები (ფოტო/ვიდეო)
ფეხბურთი 2018 წელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. UEFA-ს ერთა ლიგის მიღმა, 2018 წელს საქართველოს ნაკრებმა 4 ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჯამში, საერთაშორისო ამხანაგურ და და ერთა ლიგის მატჩებში „ჯვაროსნებმა“ ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირეს. ჩატარებულ 10 შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთხელს დამარცხდა. ერთადერთი და დასანანაი მარცხი, […]
ავსტრალიის ღია პირველობა – დღე 7 (რაუნდი 4)
რაფაელ ნადალი Vs. ტომას ბერდიხი 6:0, 6:1, 7:6(4) – ნადალის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა: მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი და ამჟამინდელი მე-2 ჩოგანი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის 1/8-ფინალურ ეტაპზე ტომას ბერდიხს დაუპირისპირდა, რომელთანაც საკმაოდ მარტივად იმარჯვა და კიდევ უფრო განამტკიცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი ტურნირის მოსაგებად სრულ მზადყოფნაშია. რაფას მომდევნო მეტოქე ფრენსის ტიაფო […]
ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-12 ნომერი რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა!
დუბაიში მიმდინარე ATP-ის 500-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერი, რუსი კარენ ხაჩანოვი 2 სეტში, საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა. პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა არასტაბილურად დაიწყო, თუმცა ვერც ხაჩანოვი “წყვეტდა ვარსკვლავებს”, შესაბამისად ქართველ ჩოგბურთელს შეცდომები ძვირად არ დაუჯდა. ანგარიშით – 5:4-ზე ბასილაშვილმა მეტოქეს ჩამოწოდება გამარჯვებით დაასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს არანაირი შანსი […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის ტურნირის 1/8 ფინალშია
დღეს მაიამის მასტერსის მე-3 რაუნდის თამაშები ჩატარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი (19) აღნიშნულ ეტაპზე რობინ ჰაასეს (75) დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა – 7:6; 6:3. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰოლანდიელ მეტოქესთან 14 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ნიკოლოზი მაიამის ტურნირის მერვედფინალში ჰურკაჩსა (54) და აუგერ-ალიასიმეს (57) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ბასილაშვილმა 34-ე ჩოგანთან წააგო და ბუდაპეშტის ტურნირს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ბუდაპეშტის ტურნირი მეოთხედფინალურ ეტაპზე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა ბუდაპეშტის ტურნირზე ასპარეზობა მე-2 წრეში დაიწყო, სადაც მან პიტერ გოიოვჩუკი დაამარცხა – 6:3; 0:6; 6:3 საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი დღეს უნგრეთის 250-იანთა თანრიგის ტურნირის მეოთხედფინალში ლასლო ჯერეს (34) დაუპირისპირდა და 3 სეტში დამარცხდა – 6:3; 2:6: 3:6. ნიკოლოზმა დღევანდელი თამაში კარგად დაიწყო […]
ენდი მარიმ უიმბლდონზე გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ბრიტანელი ენდი მარი კორტზე დაბრუნებას უიმბლდონის ერთეულთა თანრიგში გეგმავდა. მოგეხსენებათ, მარიმ საკმაოდ რთული ქირურგიული ჩარევა გადაიტანა, რის შემდეგაც უამრავი ხმა დადიოდა ვიხილავდით თუ არა მას უიმბლდონზე – კომენტარს აკეთებდნენ მარის დედაც და ჩოგბურთის კრიტიკოსებიც, მათი აზრით ენდი უიმბლდონზე დაბრუნებას მოახერხებდა, თუმცა როგორც ჩანს პროგნოზი ვერ გამართლდება. გავლენიანმა უცხოურმა მედიაგამოცემამ, “Eurosport”-მა […]
რაფაელ ნადალმა როლან გაროსის მე-12 ტიტული მოიპოვა
მსოფლიო საჩოგბურთო სამყაროს ყურადღება განვლილი 2 კვირის განმავლობაში საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში – როლან გაროსის ტურნირზე იყო მიპყრობილი. ტურნირის დაწყებისთანავე ფავორიტად რაფაელ ნადალი იყო მიჩნეული. ის რომ რაფა “თიხის მეფეა” ცალკე ფენომენია, თუმცა მატადორზე დამატებით შეიძლება ითქვას, რომ ის როლან გაროსის ღმერთია, მან კარიერის განმავლობაში როლან გაროსის მე-12 ტიტული მოიპოვა. ფინალში რაფას მეტოქე ბრწყინვალე ჩოგბურთელი, […]
ვენუს უილიამსის დაუჯერებელი მარცხი 15 წლის გოგონასთან
15 წლის გოგონა, რომელიც აქამდე საჩოგბურთო სამყაროსთვის სრულიად უცნობი მოთამაშე გახლდათ მოვლენების ეპიცენტრშია, მისი სახელი და გვარი კორი გოფია. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ კორი გოფის მეტოქედ ვენუს უილიამსი გამოვლინდა, რაც დიდი უიღბლობა გახლდათ მისთვის, თუმცა მოხდა საოცრება და გამოცდილი ვენუსი 2 სეტში, ანგარიშით – 6:4, 6:4 დამარცხდა. შეხვედრას უამრავი ცნობილი გამოცემა გამოეხმაურა, მათ შორისაა […]