ავსტრალიია ღია პირველობა – 1/4-ფინალური ეტაპი

რობერტო ბაუტისტა-აგუტი Vs. სტეფანოს ციციპასი

5:7, 6:4, 4:6, 6:7(2) – ციციპასის სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერი სტეფანოს ციციპასი ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალურ ეტაპზე ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდა, რომელსაც 4-სეტიან დაპირისპირებაში ტოლი არ დაუდო და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. ახალგაზრდა ბერძენი ჩოგბურთელი მოქმედ ლეგენდას – რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.

ფრენსის ტიაფო Vs. რაფაელ ნადალი

3:6, 4:6, 2:6 – ნადალის სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

ახალგაზრდა ამერიკელი ფრენსის ტიაფო 2019 წლის დიდი სლემის რიგით პირველ ტურნირზე ქების მეტს არაფერს იმსახურებს, ვინაიდან შესანიშნავი თამაშის წყალობით 1/4-ფინალურ ეტაპამდე მიაღწია, სადაც მისი მეტოქე ესპანელი მატადორი – რაფაელ ნადალი გახლდათ. რაფამ მეტოქეს 3 სეტის განმავლობაში მხოლოდ 9 გეიმი დაუთმო და დიდი სლემის ნახევარფინალში გავიდა.

დანიელ როუზ კოლინსი Vs. ანასტასია პავლიჩენკოვა 

2:6, 7:5, 6:1 – კოლინსის სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

ჩოგბურთის კრიტიკოსები დანიელ როუზ კოლინსს საკმაოდ ალმაცერად უყურებდნენ, თუმცა ჩოგბურთელმა საკუთარი ძალა ყველას დაანახა და დიდი სლემის 1/4-ფინალში გავიდა – მეტსაც გეტყვით, რომ მან მეტოქე რთულ დაპირისპირებაში, მაგრამ დამაჯერებლად დაამარცხა. კოლინსის 1/4-ფინალური ეტაპის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 44-ე ნომერი ანასტასია პავლიჩენკოვა იყო. მომდევნო ეტაპზე დანიელ როუზ კოლინსი პეტრა კვიტოვას შეხვდება.

პეტრა კვიტოვა Vs. ეშლი ბარტი

6:1, 6:4 – კვიტოვას სასარგებლოდ.

შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

 

როგორც ჩანს პეტრა კვიტოვა ახალ საჩოგბურთო სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდა. ჩეხი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი ეშლი ბარტი იყო, რომელსაც საათსა და 10 წუთში გაუმკლავდა. კვიტოვამ მეტოქეს მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო. მომდევნო ეტაპზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კვიტოვას მეტოქე დანიელ როუზ კოლინსი იქნება.

ავსტრალიია ღია პირველობა – 1/4-ფინალური ეტაპი

სტატიის ავტორი
-