ავსტრალიის ღია პირველობა – მარიამ ბოლქვაძემ პირველი შეხვედრა მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამ ბოლქვაძემ (192) პირველი შეხვედრა გამართა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ინდოელი კარმან კაურ თანდი (626) მძიმე ბრძოლაში, 2 საათსა და 29 წუთში – 7:6; 7:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დაპირისპირება ბრეიკების სიმრავლით გამოირჩა. მარიამმა მეტოქის ჩაწოდებაზე 7 გეიმი მოიგო, ამდენჯერვე კი საკუთარ ჩაწოდებაზე წააგო.

ბოლქვაძემ თანდის წინააღმდეგ 2 ეისის შესრულება მოახერხა, თუმცა 13 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ქართველ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად კიდევ 2 თამაშის მოგება სჭირდება. მარიამი ნახევარფინალში ხვალ რუს მარგარიტა გასპარიანს (125) შეხვდება.

ავსტრალიის ღია პირველობა – მარიამ ბოლქვაძემ პირველი შეხვედრა მოიგო

სტატიის ავტორი
-