ბასილაშვილი US OPEN-ზე იწყებს – მას 22 წლის მეტოქე ეყოლება

საქართველოს პირველი და მსოფლიოს 35-ე ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამერიკის ღია პირველობაზე დღეს, 29 აგვისტოს პირველ მატჩს ჩაატარებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 22 წლის ჩინელი – იებინ ვუ იქნება, რომელიც ჩინური ჩოგბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელიც US OPEN-ის ძირითად ბადეში მიიღებს მონაწილეობას. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ამერიკის ღია პირველობაზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/16-ფინალიდან ამერიკელ ჩოგბურთელ – რეილი ოპელკასთან გამოვარდა, შესაბამისად ქართველ ჩოგბურთელს ამერიკის ღია პირველობის მიმდინარე გათამაშებაში 2 მატჩი აქვს მოსაგები, რათა ქულები დაიცვას.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის US OPEN-ზე მონაწილეობას ვერ მიიღებს ნოვაკ ჯოკოვიჩი. ამერიკის ღია პირველობა 12 სექტემბერს დასრულდება.

ბასილაშვილი US OPEN-ზე იწყებს – მას 22 წლის მეტოქე ეყოლება

სტატიის ავტორი
-