ბასილაშვილი ზვერევთან დამარცხდა | ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიადას გამოეთიშა

23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი.

Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება.

საქართველოს ტოკიოში 35 ლიცენზიანტი ეყოლება, საიდანაც ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო, რომელიც ოლიმპიადის მესამე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერს, ალექსანდრ ზვერევს შეხვდა.

ქართველისა და გერმანიის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით რუსი ჩოგბურთელის მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით შეხვედრის მეორე სეტში, როდესაც ბასილაშვილმა 3 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და უმნიშვნელოვანეს დროს უკუ-ბრეიკის გაკეთება შეძლო.

საბოლოოდ თამაში 1 საათსა და 39 წუთში, 2-სეტში, ანგარიშით 6:4; 7:6(5), ზვერევის გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო ეტაპზე ზვერევის სავარაუდო მეტოქე ჟერემი შარდი იქნება.

ბასილაშვილი ზვერევთან დამარცხდა | ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიადას გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-