ბასილაშვილმა ფრიცი მეორედ ვეღარ დაამარცხა – ნიკოლოზი დუბაის ტურნირს გამოეთიშა

დუბაიში მიმდინარე ATP 500-იანი ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტეილორ ფრიცს (30) დაუპირისპირდა.

ქართულ-ამერიკული ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 2 საათიანი დაპირისპირება და 3 სეტიანი შეხვედრა საბოლოოდ ტეილორის გამარჯვებით, 4:6; 6:3; 7:6 დასრულდა.

ბასილაშვილმა პირველი სეტის მოგება მეტოქის ჩაწოდებაზე მოგებული 1 გეიმის წყალობით მოახერხა, რის შემდეგაც ფრიცი საკმაოდ გააქტიურდა. 23 წლის ჩოგბურთელმა ეისებით ნიკოლოზს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მას მეორე სეტში 9, მესამეში – 13, ჯამში კი 26 ეისი ჰქონდა. კარგი ჩაწოდებების წყალობით, ახალგაზრდა ამერიკელმა ბასილაშვილს შანსი აღარ დაუტოვა.

სამწუხაროა, რომ ბასილაშვილს ფრიცის დაბრეიკების შანსი 8-ჯერ ჰქონდა, თუმცა 7 შემთხვევაში ამერიკელმა გეიმის მოგება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელები ერთმანეთს სულ რამდენიმე დღის წინ, დოჰას ტურნირის ნახევარფინალში შეხვდნენ. მაშინ ნიკოლოზმა მარტივად, 2 სეტში გაიმარჯვა.

 

ბასილაშვილმა ფრიცი მეორედ ვეღარ დაამარცხა – ნიკოლოზი დუბაის ტურნირს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-