ბუშარმა ბოლო 9 თვეში პირველი მატჩი მოიგო 

მსოფლიოს ყოფილმა მეხუთე ჩოგანმა ეჟენი ბუშარმა ბოლო 9 თვეში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ჰიუსტონში მიმდინარე ITF-ის ტურნირზე, კანადელმა ჩოგბურთელმა ვალენტინი გრამატიკოპულო ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა.

აქამდე, 25 წლის სპორტსმენს ზედიზედ 13 მარცხი ჰქონდა. მოუგებელი სერია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, როცა დუბაიში გამართული ტურნირის 1/16-ფინალში რუმინელ სიმონა ჰალეპთან დამარცხდა.

აშშ-ში მიმდინარე პირველობაზე, ბუშარის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ფრანცესკა დი ლორენცო იქნება, გამარჯვებული მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს.

ამჟამად WTA-ს რეიტინგში ბუშარი 220-ე ადგილზეა. ცოტა ხნის წინ, მან თქვა, რომ წაგებით დაიღალა და საკუთარ თავზე უფრო მეტ მუშაობას აპირებს.

ბუშარმა ბოლო 9 თვეში პირველი მატჩი მოიგო 

სტატიის ავტორი
-