0:2-დან 3:2 – ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეშია

საფრანგეთის ღია პირველობის 1/64-ფინალში მსოფლიოს 24-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკელი მეტოქე, მაქსიმ კრესი (62) 5 სეტში, ანგარიშით 3:6, 2:6, 7:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის 1/32-ფინალში გავიდა.

შეხვედრა 3 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა მატჩში 5 ეისი შეასრულა, მისმა მოწინააღმდეგემ კი – 42, ქართველმა ჩოგბურთელმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ამერიკელმა კი – 19.

მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მაკენზი მაკდონალდი (60) იქნება, რომელმაც (60) დღეს ფრანკო აგამენონესთან (156) 4 სეტში იმარჯვა.

როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია – სერბმა შარშან ფინალში სტეფანოს ციციპასს მოუგო.

0:2-დან 3:2 – ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეშია

სტატიის ავტორი
-