მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

პანდემიის ფონზე მიმდინარე 2020 წლის შემდეგ, 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი წლის საწყის დღეებშივე დაიწყო.

წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობაა, რომლის ძირითადი ბადის მონაწილეთა შესარჩევი საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ წარმატებით დაიწყო, თუმცა მეორე რაუნდში ასპარეზობას გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მეორე ეტაპზე მარგარიტა გასპარიანი გახლდათ, რომლის წინააღმდეგ მარიამი 2-სეტში, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 6:3, 7:6, დამარხდა.

Live.ge წარმატებებს უსურვებს მარიამ ბოლქვაძეს მის სამომავლო ასპარეზობებში.

მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-