ჯოკოვიჩმა ისტორიული ფინალი მოიგო!

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის გამარჯვებულია! სერბმა ჩორბურთელმა ძალიან დაძაბულ ფინალში 37 წლის როჯერ ფედერერი დაამარცხა.

მატჩი 4 საათისა და 55 წუთის განმავლობაში, გარდამავალი უპირატესობის ფონზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ჯოკოვიჩმა ანგარიშით 7:6; 1:6; 7:6; 4:6; 13:12 (7:3) გაიმარჯვა.

ამ მომენტისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩს 16, რაფაელ ნადალს 18, ხოლო როჯერ ფედერერს კი 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.

ჯოკოვიჩმა ისტორიული ფინალი მოიგო!

სტატიის ავტორი
-