მეორედ კარიერაში – იგა სვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო

ქალთა შორის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი – იგა სვიონტეკი (პოლონეთი) გახდა, რომელმაც ფინალში კორი გაუფს (აშშ, 23) 2 სეტში, ანგარიშით 6:1, 6:3 მოუგო (ზედიზედ 35-ე გამარჯვება).

ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. პოლონელმა ჩობურთელმა როლან გაროსზე სულ 7 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი სეტი დათმო.

სვიონტეკმა პარიზის გრანდ სლემის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 200 000 ევრო გამოიმუშავა, გაუფმა კი 1200 ქულა და 1 100 000 ევრო მიიღო.

იგა როლან გაროსის გამარჯვებული კარიერაში მეორედ გახდა – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დიდი სლემის ტურნირი 2020 წელსაც მოიგო, როცა ფინალში სოფია კენინთან იმარჯვა.


მეორედ კარიერაში – იგა სვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო

სტატიის ავტორი
-