ზვერევის უმძიმესი ტრავმა ნადალთან შეხვედრაში | VIDEO
როლან გაროსი | სვიატეკის ზედიზედ 34-ე გამარჯვება, პოლონელი ფინალშია
იგა სვიატეკი შეუჩერებელია – პოლონელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 34-ე გამარჯვება მოიპოვა და როლან გაროსის ფინალში გავიდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალური თამაში დარია კასატკინასთან (20) გამართა და მეტოქე 2 სეტში, 6:2; 6:1 გაანადგურა. სვიატეკი ფინალში ისე გავიდა, რომ ტურნირზე მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ამ მოგებით სვიატეკი ლეგენდარულ, სერენა უილიამსს გაუთანაბრდა. ამერიკელ ჩოგბურთელს 2013 წელს […]
საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში 18 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი, კორი გაუფი გავიდა. ახალგაზრდა მოთამაშემ დღევანდელ შეხვედრაში სლოუნ სტივენსი (64) დაამარცხა და კარიერაში პირველად, სლემის 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გაუფმა 29 წლის ამერიკელის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება 6-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ კი, მხოლოდ 2-ჯერ დაბრეიკდა. დაპირისპირება 1 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. როლან გაროსი. 1/4 ფინალი კორი გოფი […]
როლან გაროსი | ჯოკოვიჩი და ნადალი მეოთხე რაუნდში არიან
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტიტულოვანი ესპანელი, რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში გავიდნენ. მესამე წრეში ჯოკოვიჩმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე (195) დაამარცხა, ნადალმა კი – ნიდერლანდელ, ბოტიკ ვან დე ზანდშულპს (29) აჯობა. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ალიაზ ბედენი (სლოვენია) – 6:3, 6:3, 6:2 (მიმოხილვა) Please enable JavaScript EmbedCopy and paste this HTML […]
ცონგამ კარიერა ტრავმითა და ცრემლებით დაასრულა | VIDEO
მსოფლიოს ყოფილმა მე-5 ჩოგანმა, ჟო-ვილფრიდ ცონგამ კარიერა დაასრულა. ლეგენდარულმა ფრანგმა ჩოგბურთელმა კარიერის ბოლო მატჩი დღეს, როლან გაროსზე ჩაატარა. ცონგა კასპერ რუდის წინააღმდეგ 4 სეტიან დაძაბულ ბრძოლაში, 7:6; 6:7 2:6; 6:7 დამარცხდა. გადამწყვეტი ტაიბრეიკის წინ ჟოს მხრივ ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც ის ბურთის ძლიერად ჩაწოდებასაც ვერ ახერხებდა. The curtain comes down 😢@CasperRuud98 ends Tsonga’s farewell tour […]
0:2-დან 3:2 – ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეშია
საფრანგეთის ღია პირველობის 1/64-ფინალში მსოფლიოს 24-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკელი მეტოქე, მაქსიმ კრესი (62) 5 სეტში, ანგარიშით 3:6, 2:6, 7:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის 1/32-ფინალში გავიდა. შეხვედრა 3 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა მატჩში 5 ეისი შეასრულა, მისმა მოწინააღმდეგემ კი – 42, ქართველმა ჩოგბურთელმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ამერიკელმა კი – 19. მომდევნო […]
როლან გაროსის წილისყრის შედეგები | ნადალი Vs. ჯოკოვიჩი 1/4 ფინალში?
დღეს როლან გაროსის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა. საფრანგეთის ღია პირველობის ოფიციალური შედეგების მიხედვით, წლევანდელ ტურნირზე გულშემატკივარმა, შესაძლოა, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირება 1/4-ფინალში იხილოს. ლეგენდარული ჩოგბურთელები ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. ნოვაკი პირველ რაუნდში იოშიტო ნიშიოკას შეხვდება, ხოლო რაფა – ჯორდან თომპსონს. აღსანიშნავია, რომ 1/4-ფინალურ წყვილში გამარჯვებულის პოტენციური მეტოქე კარლოს ალკარასია. 19 წლის ესპანელი ტალანტი […]
როლან გაროსი | ეკო გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალში დამარცხდა
ეკო გორგოძისთვის როლან გაროსის გათამაშება კვალიფიკაციის ნახევარფინალში დასრულდა. დღეს ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის ფრანგ, ოუშელ ბაბელისთან (654) დაძაბულ შეხვედრაში, 6:1; 4:6; 4:6 დამარცხდა. მიუხედავად კარგი სტარტისა, ეკომ ახალგაზრდა მეტოქის ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა. ეკო გადამწყვეტი სეტის მე-7 გეიმში ბრეიკით 4:3 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება მან ვერ მოახერხა და როლან გაროსის ძირითად ბადეში მოხვედრის შესანიშნავი შანსი […]
როლან გაროსი | ეკო გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალშია
ეკო გორგოძემ როლან გაროსის კვალიფიკაციის პირველი თამაში დამაჯერებლად მოიგო. ქართველი ჩოგბურთელი 1/4-ფინალურ შეხვედრაში Wild Card-ის მფლობელ, ლუა ბოასონის (576) დაუპირისპირდა. მეტოქე ეკომ 2 სეტში, 6:2; 6:2 დაამარცხა. გორგოძე 19 წლის ფრანგის წინააღმდეგ დამაჯარებელი იყო – მას საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმი არ წაუგია, მეტოქის დაბრეიკება კი 4-ჯერ მოახერხა. 30 წლის ქართველმა 13 ვინერსი შეასრულა და მხოლოდ 19 […]
როლან გაროსი | მარიამ ბოლქვაძე კვალიფიკაციას პირველ წრეში გამოეთიშა
როლან გაროსის მიმდინარე გათამაშება მარიამ ბოლქვაძისთვის (161) კვალიფიკაციის პირველივე ეტაპზე დასრულდა. ქართველი ჩოგბურთელი სეონე მენდესს (223) დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 6:3; 4:6; 2:6 დამარცხდა. ავსტრალიელ მეტოქესთან მარიამმა 15 ვინერსი შეასრულა და 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა. სწორედ ამიტომ, ბოლქვაძემ გადამწყვეტ გეიმებში უპირატესობის მოპოვება ვეღარ მოახერხა და საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა. 2 საათსა და 30 წუთს […]
მონფილსი როლან გაროსს გამოტოვებს
გაელ მონფილსი როლან გაროსზე თამაშს ვერ შეძლებს. 35 წლის ფრანგმა ჩოგბურთელმა მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო ინფორმაცია დაადასტურა. როგორც ცნობილია, მონფილსს ქუსლზე მცირე ქირურგიული ჩარევაც დასჭირდება. მსოფლიოს 22-ე ჩოგანი ამბობს, რომ დაზიანება აპრილში, მონტე-კარლოს მასტერსზე მიიღო, რის შემდეგაც მას კორტზე ნორმალურად გადაადგილებაც უჭირდა. მონფილსი ბოლოს კორტზე 3 მაისს გავიდა. მადრიდის მასტერსზე ის ნოვაკ ჯოკოვიჩთან 2 სეტში […]
2022 წელს ცონგა კარიერას დაასრულებს | ფრანგი ბოლო ტურნირს საკუთარ სამშობლოში გამართავს
2022 წელს თანამედროვე ჩოგბურთს, 21-ე საუკუნის კიდევ ერთი გამორჩეული ჩოგბურთელი, ჟო-უილფრიდ ცონგა გამოაკლდება. ფრანგ ჩოგბურთელს 17 აპრილს 37 წელი შეუსრულდება, რაც რიგ შემთხვევებში სრულფასოვან სპორტულ კონდიციაში ყოფნისთვის ხელისშემშლელი ასაკია. ცონგას აქტივში 18 კარიერული ტიტული აქვს. ასევე, 2008 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალურ ეტაპზეც შეძლო ასპარეზობა. რაც შეეხება როლან გაროსს და უიმბლდონს, ფრანგმა ჩოგბურთელმა ორივე ტურნირზე […]