უკრაინელი ჩოგბურთელის, ანჰელინა კალინინას თქმით, უიმბლდონზე მას მხოლოდ ერთი მოტივაცია აქვს – უკრაინის დასახმარებლად, საპრიზო ფონდიდან მაქსიმალურად ბევრი გამოიმუშავოს. უიმბლდონის 2022 წლის გათამაშების პირველ წრეში, უნგრელი ანა ბონდარის დამარცხების შემდეგ (4-6 6-2 6-4), კალინინამ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ქალაქ ირპინში მდებარე მისი მშობლიური სახლი დაბომბილია. საბედნიეროდ, მისი მშობლები ცოცხლები გადარჩნენ, თუმცა მისი […]