US OPEN – დღე 3 (განხილვა – უილიამსი, მუგურუზა, სტივენსი)
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი და ამჟამინდელი 26-ე ნომერი, ლეგენდარული სერენა უილიამსი ამერიკის ღია პირველობის მესამე რაუნდშია. უილიამსმა მეორე რაუნდში რეიტინგის 101-ე ნომერი კარინა ვიტკოფტი 2 სეტში მარტივად 6:2, 6:2 დაამარცხა და შემდეგ რაუნდში საკუთარ დას, ვენუს უილიამსს დაუპირისპირდება.
უიმბლდონის კომპლექსი ფართოვდება
ბრიტანეთის ჩოგბურთის კლუბი, რომლის კუთვნილ ტერიტორიაზეც “უიმბლდონის” ტურნირი ტარდება, ტერიტორიას აფართოვებს. მათ 30 ჰექტარი მიწა შეიძინეს, რომელიც კლუბის მეზობლად იყო განთავსებული. ბრიტანეთის ჩოგბურთის კლუბმა, აღნიშნულ მიწაში 65 მილიონი ფუნტი გადაიხადა და 21 დეკემბრიდან მათ საკუთრებაშიც გადავა, 2021 წლამდე აღნიშნული ტერიტორია ისევ გოლფის კლუბად იფუნქციონირებს, 2021 წლიდან კი კორტები გაშენდება და ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო […]
ავსტრალიია ღია პირველობა – ნახევარფინალური ეტაპი
რაფაელ ნადალი Vs. სტეფანოს ციციპასი 6:2, 6:4, 6:0 – ნადალის სასარგებლოდ. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი და ამჟამინდელი მეორე ჩოგანი, 32 წლის ესპანელი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში კორტზე სტეფანოს ციციპასის წინააღმდეგ გამოვიდა. ციციპასმა 2019 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე წარმატებული გამოსვლით საკუთარ თავზე სრულიად საჩოგბურთო სამყარო […]
როლან გაროსის ნახევარფინალში 17 წლის გოგო გავიდა (ვიდეო)
დღეს ქალთა შორის როლან გაროსის ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართა. სენსაციურად დამარცხდა საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, სიმონა ჰალეპი (3). რუმინელი ჩოგბურთელი 17 წლის ამერიკელთან, ამანდა ანისიმოვასთან (51) ძალიან მარტივად – 2:6; 4:6 დამარცხდა. შეხვედრა სულ რაღაც – 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. საინტერესოა, რომ ამანდას უძლიერეს მეტოქესთან პირველი სეტის გამარჯვებისთვის 28 წუთი დასჭირდა. 17 წლის […]
უიმბლდონი – 1/4-ფინალური შეხვედრების პრევიუ
2019 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირზე, უიმბლდონზე, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო 1/4-ფინალური შეხვედრები გაიმართება: ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. დავიდ გოფინი პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელის მეოთხედფინალური გზა ბელფიელ დავიდ გოფინს გადაეკვეთა, შეხვედრის ერთპიროვნული ფავორიტი, რა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბი მიმდინარე უიმბლდონისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. სანამ უიმბლდონი დაიწყებოდა, ექსპერტების აზრით ყველაზე დიდი ჩემპიონობის შანსი სწორედ […]
მარიამ ბოლქვაძეს ტრავმა აწუხებს
მარიამ ბოლქვაძემ ბოლო დღეებში წარმატებული ასპარეზობისთვის ბევრ ქართველს გააცნო თავი. 21 წლის ჩოგბურთელი აშშ-ის ღია პირველობის უკვე მე-2 ეტაპზეა, როდესაც დიდ სლემზე აქამდე არასდროს უთამაშია. ბოლქვაძე დღეს 20:00-ზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანს, კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდება. თამაშამდე მარიამმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ტრავმა აწუხებს. “მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ტრავმა არ მაწუხებს. თუმცა, ტურნირზე ძალიან კარგი […]
ბასილაშვილი ვენის ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა
ვენაში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირმა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ავსტრიული ტურნე წარუმატებელი გამოდგა. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ წრეში ფერნანდო ვერდასკოს (40) დაუპირისპირდა. პირველი სეტის მოგების (6:2) მიუხედავად, ნიკოლოზმა ესპანელ ჩოგბურთელთან ზედიზედ 2 სეტი წააგო (2:6; 1:6) და ტურნირს გამოეთიშა. ბასილაშვილი ვენაში 2018 წლის გათამაშებაშიც პირველივე რაუნდში დამარცხდა. შარშან ქართველმა კევინ ანდერსონთან შეხვედრა 3 სეტში […]
ჯოკოვიჩის გამაოგნებელი სტატისტიკა 2020 წელს
ნოვაკ ჯოკოვიჩი 2020 წელს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა – მან იანვრის პირველ რიცხვებში ATP Cup-ზე შესანიშნავად იასპარეზა, რაც 6-დან 6-ვე შეხვედრის მოგებას გულისხმობს. სერბი ჩოგბურთელის დომინირება ავსტრალიის ღია პირველობაზეც გაგრძელდა, სადაც მან ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო. ავსტრალიაში მოპოვებული ტიტულის შემდეგ, ნოლე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, სადაც დუბაის 500-ქულიან ტურნირში ჩაერთო და არც აქ დაუთმია ჩემპიონის ტიტული. […]
კორონავირუსი ცინცინატში – მასტერსიდან 2 ჩოგბურთელი იძულების წესით მოეხსნა
20 აგვისტოს ცინცინატის მასტერსი იწყება. პირველ საშეჯიბრო დღეს საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება, ხოლო 21 აგვისტოდან კი უკვე დაკომპლექტებული ტურნირი დაიწყება. მასტერსის წინ ჩოგბურთელები და მათი მწვრთნელები კორონავირუსის ტესტზე შემოწმდნენ, საიდანაც მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა დაავადება. სწორედ ამის გამო მსოფლიოს 35-ე ჩოგანი, არგენტინელი – გუიდო პელა და 94-ე ჩოგანი, ბოლივიელი – უგო დელიენი ცინცინატის მასტერსს გამოტოვებენ. მიზეზი […]
ამერიკის ღია პირველობა – ჯეფრი ვულფი Vs. დანილ მედვედევი (მიმოხილვა)
საფრანგეთის ღია პირველობა – ციციპასი Vs. მუნარი (მიმოხილვა)
მე-3 გამარჯვება – ეკო გორგოძე როლან გაროსზე ითამაშებს!
ეკო გორგოძემ როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა მოიგო – ის პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ახლახანს გადამწყვეტი დაპირისპირება ნურია პარიზას-დიასს (165) 2 სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა, რომელიც 1 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა, ეკოს დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. 29 წლის ქართველმა მეტოქის ჩაწოდებაზე 4 გეიმი მოიგო. გორგოძე ჩაწოდებებში უშეცდომოდ გამოიყურებოდა, მას 1 […]