ეკატერინე გორგოძემ როლან გაროსის საგზური მოიპოვა

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპის სამივე რაუნდი.

საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გორგოძე, მსოფლიო რეიტინგის 231-ე ნომერ ელიცა კოსტოვას უპირისპირდებოდა და 2-სეტში, ანგარიშით – 7:6(5), 6:3 სძლია, ხოლო ფინალურ ეტაპზე ნურია პარიზას-დიასს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 165-ე პოზიციაზე იმყოფება, 2-სეტში, ანგარიშით – 6:3, 6:4 მოუგო.

შესაბამისად ქართველმა ჩოგბურთელმა 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც რეიტინგის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლის დაფიქსირება შეეძლება.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ეკო გორგოძეს!

ეკატერინე გორგოძემ როლან გაროსის საგზური მოიპოვა

სტატიის ავტორი
-