ეკო გორგოძემ როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

24 მაისიდან სტარტი აიღო 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტიტულის, როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპმა, სადაც მონაწილეობას იღებს ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე.

გორგოძის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 142-ე ნომერი, რენატა ზარაზუა გახლდათ, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით ასპარეზობდა.

საბოლოოდ, 3-სეტიანი დაძაბული ბრძოლის გამარჯვებული ეკო გორგოძე აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქეს – 6:2, 4:6, 6:4 სძლია.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო რაუნდში გორგოძის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 231-ე ნომერი, ელიცა კოსტოვა, იქნება.

გამარჯვების შემთხვევაში ეკოს ერთადერთი შეხვედრა დარჩება მოსაგები, რათა დიდი სლემის ტურნირის მთავარ ბადეში მოხვდეს.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

ეკო გორგოძემ როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

სტატიის ავტორი
-