ენდი მარი კოვიდინფიცირებულთა რიგებს შეუერთდა

8 თებერვალს საჩოგბურთო სამყაროში ერთგვარი ზეიმი, 2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა, იწყება.

ჩოგბურთელები ავსტრალიურ ტურნირში მონაწილეობისათვის სამზადის პერიოდს გადიან, ადაპტაციისათვის ისინი ნაადრევადაც მიემგზავრებიან ავსტრალიაში.

ბრიტანული ჩოგბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ენდი მარი, რომელსაც ტურნირზე მონაწილეობა ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდა, მელბურნში გაფრენამდე Covid-19-ის ტესტზე შეამოწმეს და მისდა სამწუხაროდ პასუხი დადებითია.

შესაბამისად, 2-გზის უმბლდონის გამარჯვებულის დღის წესრიგში ცვლილებები იქნება, მარი საჩოგბურთო კორტის ნაცვლად კარანტინში გადაინაცვლებს და უდიდესი ალბათობით ავსტრალიის ღია პირველობასაც გამოაკლდება.

ენდი მარი კოვიდინფიცირებულთა რიგებს შეუერთდა

სტატიის ავტორი
-