გორგოძემ საფრანგეთის ტურნირი მოგებით დაიწყო

საფრანგეთში სტარტი აიღო ITF-ის ტურნირმა, რომელიც მოგებით დაიწყო ეკატერინე გორგოძემ.

ქართველი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში ფრანგ, სარა ჩაკარევიჩს დაუპირისპირდა და მეტოქე 3 სეტში დაამარცხა.

ეკატერინე გორგოძე, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-200 ჩოგანია, ჩაკარევიჩთან შეხვედრაში მარცხდებოდა, (4:6) თუმცა ზედიზედ ორი სეტში (6:4; 7:5) გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ეკატერინე ტურნირის მერვედფინალში ესპანელ, კრისტინა ბუკსას (205) შეხვდება.

გორგოძემ საფრანგეთის ტურნირი მოგებით დაიწყო

სტატიის ავტორი
-